ერდოღანმა და ილდირიმმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს

“მასწავლებლები არიან სწავლა-განათლების სისტემის მთავარი და ძირითადი დასაყრდენები“

854562
ერდოღანმა და ილდირიმმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს

დღეს მასწავლებელთა დღეა და ამასთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯები გაავრცელეს პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა და პრემიერმა ბინალი ილდირიმმა.

ერდოღანმა ამ მესიჯში აღნიშნა, რომ თუ რომელიმე საზოგადოება ღირსეულად არ დააფასებს პედაგოგთა ამაგს, მაშინ, ამ საზოგადოებას არ ექნება მომავალი. “მასწავლებლები არიან სწავლა-განათლების სისტემის მთავარი და ძირითადი დასაყრდენები რა, აქედან გამომდინარე მომავლის არქიტექტორებიც სწორედ ისინი არიან“, ხაზგასმულია ერდოღანის გზავნილში.

პრემიერმაც მიულოცათ ეს დღე მასწავლებლებს და აღნიშნა, რომ მასწავლებლები, ეთიკური ინდივიდებისა და საზოგადოების მშენებლობისთვის იღწვიან და მათი საბოლოო მიზანი წარმატებული თურქეთია.

ამის პარალელურად, დღესვე, ილდირიმმა ჩანქაიას რეზიდენციაში მიღება მოუწყო თურქეთის 81 ოლქიდან ჩამოსულ წარმატებულ მასწავლებლებს და ყველა მათგანს საპატიო ჯილდოები გადასცა.

პრემიერის თქმით, 2003 წელს თუ განათლებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან  11 მილიარდი ლირა იყო გამოყოფილი, მიმდინარე წელს ამ თანხამ 134 მილიარდს გადააჭარბა



მსგავსი ინფორმაციები