TRT World-ის დოკუმენტური ფილმების სერია "Off the Grid" „საუკეთესო ნამუშევრად“ იქნა დასახელებული

TRT World-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერია "Off the Grid" BroadcastPro-ს ახლო აღმოსავლეთის დაჯილდოების ცერემონიაზე „საუკეთესო ნამუშევრად“ იქნა დასახელებული

TRT World-ის დოკუმენტური ფილმების სერია "Off the Grid" „საუკეთესო ნამუშევრად“ იქნა დასახელებული

TRT World-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერია "Off the Grid", რომლის თემაც ჯერაბლუსში DEAŞ-ის მიერ ჩადენილი მკვლელობები და ძალადობებია, BroadcastPro-ს ახლო აღმოსავლეთის დაჯილდოების ცერემონიაზე „საუკეთესო ნამუშევრად“ იქნა დასახელებული.

TRT World-ში გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, წლების განმავლობაში რთულ პირობებში მცხოვრები ჯერაბლუსელი ხალხის ტკივილის თაობაზე თავად ამ ხალხმა ისაუბრა რაც ასახეს დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით „ფერფლისგან აღმდგარი ქალაქი: ჯერაბლუსი“.

დუბაიში წელს მეშვიდედ გამართულ BroadcastPro-ს ახლო აღმოსავლეთის დაჯილდოების ცერემონიაზე „საუკეთესო ნამუშევრის“ ჯილდო TRT World-ის სახელით პროგრამა Off the Grid-ის რეჟისორმა ალექსანდრა პაულიატმა აიღო.

აღნიშნულ წარმატებასთან დაკავშირებით TRT-ს გენერალურმა დირექტორმა იბრაიმ ერენმა განაცხადა: „TRT World-ი მომავალშიც ხალხის ხმა იქნება. BroadcastPro ახლო აღმოსავლეთს “Off the Grid“-ის დოკუმენტური ფილმის დაჯილდოების და სირიელების პრობლემის დაუსრულებელი ტკივილის მედია სპეციალისტების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოქცევის გამო მადლობას მოვახსენებ.“

ალექსანდრა პაულიატმა კი განაცხადა: „ბედნიერი ვართ, რომ ეს ჯილოდ მივიღეთ. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბედნიერები ვართ, რადგანაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დიდი პრობლემების მქონე სირიელი ხალხის ხმა გავხდით.“

DEAŞ-ის ტყვეობაში გატარებულ დღეებთან დაკავშირებით ჯერაბლუსის მკვიდრმა ფავაზ ალ ჟასიმმა აღნიშნა, რომ იგი ხელებით ჭერზე ჩამოკიდეს და გონების დაკარგავმდე სცემეს და ასე აწამებდნენ სამი თვე. მისივე თქმით, ადამინები სახლებიდან გააძევეს და ქუჩები სისხლით მოირწყო.  

მეშვიდედ გამართული და ტრადიციულად ქცეული ამ პრესტიჟული ჯილდოების მფლობელებს თავიანთ სფეროებში ცნობილი სპეციალისტი ჟიურის წევრები ასახელებენ.


საკვანძო სიტყვები: TRT World , დოკუმენტური ფილმი , ჯილდო

მსგავსი ინფორმაციები