ლეონარდო და ვინჩის "Salvator Mundi" აუქციონზე დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო გახდა

ლეონარდო და ვინჩის "Salvator Mundi" (მსოფლიოს მხსნელი) აუქციონზე დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო გახდა

849060
ლეონარდო და ვინჩის "Salvator Mundi" აუქციონზე დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო გახდა

ლეონარდო და ვინჩის "Salvator Mundi" (მსოფლიოს მხსნელი) აუქციონზე დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო გახდა.

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე კრისტის აუქციონზე გატანილი რენესანსის ეპოქის ცნობილი იტალიელი მხატვრის ლეონარდო და ვინჩის „იესო ქრისტე“ 450 მილიონ დოლარად გაიყიდა.

1500-იან წლებში შექმნილი ტილოს ერთ-ერთი პირელი მფლობელი ინგლისის მეფე ჩარლზ I იყო.

1900-იანი წლებამდე იგი დაკარგულად ითვლებოდა, რის შემდეგაც ინგლისელმა კოლექციონერმა შეიძინა, 1958 წელში კი 60 დოლარად გაიყიდა, რადგანაც ეგონათ, რომ და ვინჩის ორიგინალი არ იყო.

2005 წლის შემდეგომ ჩატარებული სამუშაოებით დადასტურდა დაზიანებული ტილოს ორიგინალურობა და იგი აღადგინეს. ბოლოს ტილო რუსმა მილიარდერმა დიმიტრი რიბოლოვლევმა 127,5 მილიონ დოლარად შეიძინა.   

 



მსგავსი ინფორმაციები