არქეოლოგებმა ახალი სამარხი აღმოაჩინეს
იგი ლიკიის მეფეს ეკუთვნის
841928
ანტალიის დემრეს რაიონში მდებარე ანტიკურ ქალაქ მირაში წარმოებული მშენებლობის დროს, 4 მეტრის სიღრმეში, 2400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს.
თურქი არქეოლოგების განცხადებით, ლიკიის მეფის ეს სამარხი კლდეშია გამოკვეთილი და და ჩ.წ.-მდე 400 წელს მიეკუთვნება.
მირას ანტიკურ თეატრის მახლობლად აღმოჩენილი ეს საფლავი 2 სართულიანია, ხოლო მისი ზომა 5×4 მეტრია.
ლიკიის არქიტექტურულ სტილზე აშენებული ამ საფლავის ქვედა ნაწილი გემის ფორმისაა და მოჩუქურთმებულია, ხოლო ქვედა ნაწილი კი სახლის ფორმისაა.
ამ ერთ ოთახიან სამარხს 3 კარები გააჩნია და სავარაუდოდ, ჩ.წ.-ვის მე-6 საუკუნეში, მდინარე მირას ადიდების შემდეგ ალუვიუმით დაფარულა.
არქეოლოგების განცხადებითვე, ამ ადგილებში გათხრებს გააგრძელებენ და შეიძლება ახალი ექსპონატებიც აღმოაჩინონ