ტრამპისადმი უკმაყოფილება იზრდება

ბოლო გამოკითხვით უკმაყოფილოთა მაჩვენებელმა 58%-ს მიაღწია

836598
ტრამპისადმი უკმაყოფილება იზრდება

ტრამპის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილოთა მაჩვენებელი ამერიკელ ხალხში 58%-მდე ავიდა.

გაზეთ Wall Street Journal-ის და NBC-ის ტელევიზიის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოკითხვით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილოთა პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უმაღლეს დონეზე, 58%-ზე ავიდა, ხოლო კმაყოფილთა რიცხვი 38%-ზე დარჩა.

იმ თემებს შორის, რომლებიც ყველაზე ახლოს მიიტანა საზოგადოებამ და მის მიმართ უარყოფითი რეაქცია გამოხატა, არის ტრამპის დამოკიდებულება NFL-ის ფეხბურთელების მიმართ, ჯანდაცვის რეფორმა და პუერტო რიკოს თავს დამტყდარი ქარიშხლის მიერ გამოწვეული ზარალის სამუშაოები.

საგარეო პოლიტიკაში კი ტრამპის მიმართ ყველაზე დიდი უარყოფითი დამოკიდებულება ფხენიანის კრიზისისადმი ხისტი პოზიციის მიმართ გამოიხატა.

ეს საანკეტო გამოკვლევა  23 და 26 ოქტომბერს შორის ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 900-მა კაცმა. ცდომილების მაჩვენებელი მასში მხოლოდ 3,27% შეიძლება იყოს.

პირველად,   Gallup International-ის მიერ ივნისში ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ტრამპისადმი სიმპათია ამერიკელ ხალხში შეჩერდა



მსგავსი ინფორმაციები