ჩავუშოღლუ მოგერინს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს აქტუალური საკითხები

827910
ჩავუშოღლუ მოგერინს ტელეფონით ესაუბრა

დიპლომატიური წყაროების ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ ტელეფონით დაუკავშირდა ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინს და განიხილეს როგორც თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, ასევე სირიასა და ერაყში განვითარებული აქტუალური მოვლენები. დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო, რომელიც ორ დღეს გასტანს და მის წინ გავრცელებულ განცხადებაში მოგერინმა თქვა, რომ ისინი გააფართოებენ მუშაობას თურქეთთან, რეგიონის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე



მსგავსი ინფორმაციები