ნობელის მშვიდობის პრემია ICAN-ს ერგო

იგი მსოფლიოს ბირთვული განიარაღებისთვის იბრძვის

821770
ნობელის მშვიდობის პრემია ICAN-ს ერგო

2017 წლის ნობელის მშვიდობის პრემია საერთაშორისო ბირთვული იარაღის განადგურების კამპანიას, ICAN-ს მიენიჭა.

ნობელის კომიტეტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ICAN-მა ბირთვული იარაღის გარეშე მსოფლიოს არსებობისათვის მცდელობებს ახალი იმპულსი და მიმართულება მისცა, რათა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებმა განიარაღების გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგან და ამჟამად მსოფლიოში არსებული 15 ათასი ბირთვული ბომბის ეტაპობრივი განადგურება მოახდინონ, რისთვისაც ICAN-ი აპირებს ისეთი მოძრაობის შექმნას, რომელიც ბირთვული იარაღის მთლიანად განადგურების შემცველ ხელშეკრულებას მოაწერებინებს ხელს.

მოკლედ, ICAN-მა დღემდის მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ორგანიზებულ 200-მდე ანტი ბირთვულ ღონისძიებას დაუჭირა მხარი



მსგავსი ინფორმაციები