სტამბოლი ყველაზე მიმზიდველ ქალაქებს შორის დასახელდა
სტამბოლი ყველაზე მიმზიდველ ქალაქებს შორის დასახელდა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო საფინანსო კომპანია, Mastercard-მა 2017 წლის გლობალური სამიზნე ქალაქების ინდექსი გამოაქვეყნა. მათ ჩატარებული კვლევებით უცხოელი ტურისტების მიმზიდველობის მიხედვით მსოფლიოს 30 ქალაქი გამოავლინეს. ყველაზე მიმზიდველ ქალაქებს შორის, თურქეთიდან, სტამბოლი მეათე ადგილზე გავიდა. სწორედ ამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე სტამბოლში 9,24 მილიონ ტურისტს ელოდებიან. გასულ წელს კი ეს რიცხვი 9,6 მილიონი გახლდათ. აღნიშნული კომპანია ბოლო ცხრა წლის მანძილზე ტურისტების მოგზაურობის, ხარჯების და თუ რომელ ქალაქებში ისურვებდნენ ხელმეორედ წასვლას ამ საკითხებთან დაკავშირებით აწარმოებს კვლევებს. გასული წლის ანგარიშში ამ თვალსაზრისით პირველ ადგილზე, ტაილანდის დედაქალაქი, ბანგკოკი დასახელდა. აღნიშულ სიაში ინგლისის დედაქალაქი, ლონდონი, საფრანგეთის დედაქალაქი, პარიზი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების უდიდესი ქალაქი დუბაი და აზიიდან სინგაპურიც მოხვდნენ.
მსგავსი ინფორმაციები
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა