“ნობელის მშვიდობის პრემია ერდოღანს მიეცეს“

ამ მოწოდებით გამოვიდნენ საერთაშორისო ომბუდსმენების კონფერენციაზე

814501
“ნობელის მშვიდობის პრემია ერდოღანს მიეცეს“

სტამბოლში გრძელდება საერთაშორისო ომბუდსმენების კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია თურქეთის საჯარო აუდიტორული ორგანიზაცია და რომლის ფარგლებში დღეს "რასიზმი, ქსენოფობია და სიძულვილის ენა" სახელწოდების სხდომა გაიმართა.

საერთაშორისო ომბუდსმენის კონფერენციის მონაწილეებმა მოწოდება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთის პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს "კაცობრიობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და დაჩაგრულ ხალხთა ხმის“ გამო, ნობელის მშვიდობის პრემია გადეცეს.

“იმის გამო რომ ერდოღანი ისეთი მსოფლიო წყობის წინააღმდეგ გამოდის, სადაც სუსტები ძლიერების მხრიდან იჩაგრებიან და ამის პარალელურად იგი დაჩაგრულ ერთა ხმაც არის, ამიტომაც მას უნდა გადაეცეს ნობელის სამშვიდობო პრემია“, ხაზგასმულია ამ მოწოდებაში



მსგავსი ინფორმაციები