ეიფელის რემონტი დაიწყო

მას ტყვიაგაუმტარ მინებს გაუკეთებენ

812338
ეიფელის რემონტი დაიწყო

პარიზის მერიის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე ეიფელის კოშკს, ირგვლივ ტყვიაგაუმტარ მინებს გაუკეთებენ, ხოლო ამის პარალელურად მისი ახლიდან შეღებვა და ლიფტის რემონტიც დაიწყეს.

ამავე განცხადებით ეს სამუშაოები არ შეაფერხებენ ტურისტების და ვიზიტიორების მიღებას და მას 2024 წლის პარიზის საზაფხულო ოლიმპიადამდე დაასრულებენ.

ეიფელის კოშკს ყოველწლიურად 7 მილიონამდე ვიზიტიორი ჰყავს და მის სარემონტო სამუშაოებს 300 მილიონი ევრო მოხმარდება.

2016 წლის ივლისიდან მას 24 საათიანი დაცვა ჰყავს, ხოლო ამის პარალელურად ელექტრონული მეთვალყურეობაც გააჩნია



მსგავსი ინფორმაციები