კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადება

ისტორიული სტრუქტურით და კულტურული სიმდიდრით, ცნობილმა სტამბოლმა, 8 თვეში 7 მილიონამდე სტუმარს უმასპინძლა

810845
კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადება

ისტორიული სტრუქტურით და კულტურული სიმდიდრით, მსოფლიოს საუკეთესოთა რიგებში შესულმა სტამბოლმა, უკანასკნელ 8 თვეში 7 მილიონამდე სტუმარს უმასპინძლა.

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, აგვისტოში სტამბულის უცხოელი სტუმრების რიცხვმა 1 მილიონ 247 ათას 384-ს მიაღწია, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 37 პროცენტით მეტია.

წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, სტამბულში უცხოელი სტუმრების რაოდენობა გაიზარდა 10.8% -ით.

სტამბოლმა იანვარ-აგვისტოს თვეებში უმასპინძლა 6 მილიონ 952 .086 ტურისტს.

სტამბოლში შემოსული უცხოელების, ქვეყნების მიხედვით განაწილებისას კი, ვხედავთ, რომ არ შეცვლილა პირველი სამი.

 656 ათას 428 ტურისტით პირველ ადგილზეა გერმანია, 526.084 ტურისტით მას მისდევს ირანი და  413.273 ტურისტით საუდის არაბეთი.  

ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით ვხედავთ, რომ არაბული ქვეყნებიდან სტამბულში ჩამოსული ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

გასული წლის იანვარ-აგვისტოში არაბული ქვეყნებიდან შემოვიდა 1 მილიონ 303 ათას 631 ტურისტი. მიმდინარე წლის იმავე პერიოდში მათი რაოდენობა 36.7 პროცენტით გაიზარდა და გაუტოლდა 1 მილიონ 782 ათას 536-ს.



მსგავსი ინფორმაციები