გუტიერესმა გაეროს მუშაობა გააკრიტიკა

მანაც მოითხოვა გაეროში რეფორმების გატარება

809659
გუტიერესმა გაეროს მუშაობა გააკრიტიკა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი სიტყვით გამოვიდა ნიუ ორკში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით, “რეფორმები გაეროში“ და მკაცრად გააკრიტიკა ამ ორგანიზაციის ბიუროკრატიული წყობა და სტრუქტურა.

“ხანდახან ვფიქრობ, რომ გაეროს წესდება ისეა სპეციალურად შექმნილი, რათა იგი უმოქმედო და მოუქნელი იყოს, ამიტომაც დადგა დრო რეფორმების აუცილებლობის“, აღნიშნა გუტიერესმა და დაამატა, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა გაეროს მთავარი პირობების, მისი შუამავლობის და მშვიდობის დაცვის საკითხებში რეფორმების გატარება.

გუტიერესმა ასევე აღნიშნა, რომ გაერო-ს მენეჯმენტშიც მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება უნდა მოახდინონ.

"ჩვენ ვგეგმავთ ყოვლისმომცველი მართვის რეფორმის პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ პროცედურების გამარტივებას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესების ლოკალიზებას, გამჭვირვალობის გაზრდას, ეფექტურობასა და ანგარიშვალდებულებას“, ხაზგასმით აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გაეროში რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა ასევე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც და გუტიერესისგან ამ ორგანიზაციის კადრების შემცირება და სტრუქტურების რეორგანიზაციაც მოითხოვა



მსგავსი ინფორმაციები