შერიფ მარდინი

გარდაიცვალა თურქული სოციოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება, პროფ. შერიფ მარდინი

802979
შერიფ მარდინი

90 წლის ასაკში, გარდაიცვალა თურქული სოციოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება, პროფ. შერიფ მარდინი, რომელიც, კარგა ხანია მკურნალობდა სტამბოლის საავადმყოფოში. დაკრძალვა იქნება დღეს, მარდინში, ენიქოუს მეჩეთში ნამაზის შემდეგ.  

მარდინი დაიბადა 1927 წელს სტამბოლში. გალათასარაის ლიცეუმში, საშუალო საგანმანათლებლო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სწავლა გააგრძელა აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ, სამაგისტრო განათლება მიიღო ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში.

1954 წელს დაიწყო მუშაობა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტში ასისტენტად. 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1969 წელს კი, სადოქტორო.

13 წელს ლექტორად მუშაობდა ანკარის, ბოღაზიჩის უნივერსიტეტში და იყო ეკონომიკის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სოციოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. 13  წელს ეწეოდა ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის ისლამური კვლევითი ცენტრის თავჯდომარეობას.

შემდეგ, ჩავიდა სტამბოლში და მუშაობა გააგრძელა საბანჯის უნივერსიტეტში.

უკანასკნელად, იგი მუშაობდა სტამბოლის, საქალაქო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.



მსგავსი ინფორმაციები