ინდოეთის დამოუკიდებლობის 70-ე წლისთავი

ინდოეთის დამოუკიდებლობის წლისთავი აღინიშნა  ეროვნული ცეკვით

796792
ინდოეთის დამოუკიდებლობის 70-ე წლისთავი

ინდოეთის დამოუკიდებლობის 70-ე წლისთავი, ინდოეთის სტამბოლის საელჩომ, საზეიმოდ აღნიშნა, ინდოეთის კულტურის სამინისტროს და მიმარ სინანის  ხელოვნების უნივერსიტეტის თანამშრომლობით. 

მიმარ სინანის  ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსულმა ინდოეთის სტამბოლის მთავარმა კონსულმა აზარ ქჰანმა, აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის წლისთავი აღინიშნება  ეროვნული ცეკვით, სახელწოდებით:-"Kuchipudi", მან წინასწარ გადაუხადა მადლობა ანსამბლის ხელმძღვანელს, კლასიკური ხელოვნების ცეკვის ოსტატს დეეპიკა რედდის და მის ჯგუფს, რომლებმაც 22 აგვისტოს კი, კონცერტი გამართეს ანკარაშიც. ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, 2014 წელშიც იმყოფებოდნენ თურქეთში. დიდად მოხარულნი არიან ხელახლა ჩამოსვლით, მათ ძალიან მოსაწონთ თურქი ხალხის სტუმართმოყვარეობა. ინდოეთის სახალხო ცეკვის თურქებისთვის წარმოდგენა დიდ სიხარულს ჰგვრის მათ, იმიტომ, რომ არასდროს დაივიწყებენ სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირულ მამულიშვილებს. უკანასკნელი ცეკვა შესრულდა მსოფლიოს მშვიდობისადმი მიძღვნილი სიმღერით. კონცერტმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.



მსგავსი ინფორმაციები