ერდოღანმა მალაზგირთის ბრძოლის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა მალაზგირთის ბრძოლის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

796775
ერდოღანმა მალაზგირთის ბრძოლის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

თურქეთის პრეზიდენტმა,  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 26 აგვისტოს, 1071 წლის  მალაზგირთის ბრძოლის გამარჯვების 946-ე წლისთავთან  დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა და აღნიშნა, რომ მათი ქვეყნის ტერიტორიების სამშობლოდ გამოსაცხადებლად წინაპრების მიერ გადახდილი საფასური,  სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გარანტიაა. „მალაზგირთის ბრძოლის გამარჯვების შემდეგ, ანატოლიაში  დამკვიდრებული ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ნაწარმოებები, თურქი ხალხის ცივილიზაციის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია. მიუხედავად გასული დიდი დროისა, მალაზგირთის გამარჯვება ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის შთაგონების წყარო.   სულთნ ალფ-არსლანის, ანატოლიაში 1071 წელს დამკვიდრებული სამართლიანობა მალე მთელს მსოფლიოში გავრცელებულა. ჩვენი წინაპრების ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების დროსაც მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო გამხდარა. ანალოგიურს ვაკეთებთ დღეს ჩვენც რათა,  ძლიერი  და სამართლიანი მომავალი შევქმნათ. ამ მოსაზრებით, მალაზგირთის გამარჯვების 946-ე წლისთავს ყველას ვულოცავ და დიდ სარდალ, სულთნ ალფ-არსლანს და მალაზგირთის ბრძოლაში  დაღუპულებს პატივისცემით მოვიხსენიებ,“ ნათქვამია ერდოღანის მიერ გავრცელებულ მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები