ძველი ბრიტანელებიც კაციჭამიები იყვნენ!?

ამას ამტკიცებენ ნაპოვნი ძვლები

789657
ძველი ბრიტანელებიც  კაციჭამიები იყვნენ!?

ინგლისური მასმედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში მდებარე სომერსეტის რეგიონში მდებარე გუგის გამოქვაბულში  ნაპოვნი მოჩუქურთმებული  ძვლები ამტკიცებენ, რომ  15 ათასი წლის წინ აქ მცხოვრები ადამიანები ერთმანეთის ხორცს ჭამდნენ და ამ დროს კანიბალიზმის რიტუალებს ასრულებდნენ.

ნაპოვნი ძვლების ბოლო ანალიზებიც ადასტურებენ, რომ დაახლოებით 14 700 წლის წინ,  დახვეწილი სასაკლაო ტექნიკის გამოყენებით, ისინი ადამიანების ძვლებს სუკების მსგავსად ჭამდნენ.

1980 წელს ხსენებულ გამოქვაბულში ნაპოვნ 3 წლის 1 ბავშვის, 2 მოზარდის და 2 ახალგაზრდის ძვლების ნარჩენებზე ჩატარებული ანალიზები ადასტურებენ, რომ მათ ძვლებზე დეკორატიული ზიგზაგური ჭრილობები შეგნებულად არის გაკეთებული, ისინი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებენ და კანიბალიზმის სარიტუალო ნიშნებს წარმოადგენენ.

ინგლისის ბუნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომელი კრის სტრინგერი ამ ძვლების შესახებ ამბობს: “შეიძლება მართლაც მშივრებს წარმოადგენდნენ და ამიტომ ერთმანეთს ჭამდნენ, ანდა, მათ რწმენაზე დაყრდნობით ფიქრობდნენ, რომ მტრების ჭამით მათი გამბედაობა მჭამელების სულში გადმოვიდოდა“  



მსგავსი ინფორმაციები