ტრამპი პუტინის მადლიერია

“პერსონალიც შემცირდება და დანახარჯებიც“

788123
ტრამპი პუტინის მადლიერია

აშშ-ს ნიუ ჯერსის Trump National Golf Club-ში სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა მადლობა გადაუხადა რუს კოლეგა პუტინს, მოსკოვში მოღვაწე ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის 755 კაცით შემცირებისა და მათი სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო. “მე მინდა პუტინს მადლობა გადავუხადო, რადგან, პერსონალისათვის გასაცემი ხარჯების შემცირებას ვაპირებთ. აქედან გამომდინარე მე ბედნიერი ვარ ასობით ადამიანის უკან გამობრუნების გამო, რადგან, ამით პერსონალის რაოდენობაც და მათი  ხარჯებიც შემცირდება“, განაცხადა ტრამპმა. როგორც ცნობილია პუტინმა ამერიკის სანქციის საპასუხოდ 1 სექტემბრამდე მოსკოვში მოქმედი აშშ-ს საელჩოს პერსონალის 755 კაცით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და ამით ამ საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა 455 კაცამდე შემცირდება, რაც ვაშინგტონში მოქმედი რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის ტოლია



მსგავსი ინფორმაციები