“Kızılayı“-მ იემენს ორი საველე ჰოსპიტალი აჩუქა

იგი ქალაქ თიაზის მერიას გადასცეს

783972
“Kızılayı“-მ იემენს ორი საველე ჰოსპიტალი აჩუქა

თურქეთის ჰუმანიტარულმა საზოგადოებამ “Kızılayı“-მ სამოქალაქო ომით განადგურებულ იემენს ორი საველე ჰოსპიტალი აჩუქა და ისინი გუშინ საზეიმო ცერემონიით გადასცეს ქალაქ თაიზის ხელმძღვანელებს.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა იემენის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თურქ ხალხს და მის მთავრობას იემენელებისათვის გამოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებების გამო დიდი მადლობა გადაუხადა. კ

იზილაის წარმომადგენელმა იემენში მუსტაფა აიდინმა თურქული საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ანკარა სისტემატურად გაუგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას იემენელ ხალხს და ამჟამად ორ საველე ჰოსპიტალთან ერთად ყველანაირი სამედიცინო  აღჭურვილობანი, სამედიცინო კომპლექტები და მედიკამენტებიც ჩაუტანეს რა, ასეთ დახმარებებს მომავალშიც გააგრძელებენ  



მსგავსი ინფორმაციები