ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, ამალი, სირიელი მიგრანტებისათვის სკოლას გახსნიან
ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, ამალი, სირიელი მიგრანტებისათვის სკოლას გახსნიან
781602
ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, ამალი, ლიბანში მყოფ სირიელი მიგრანტებისათვის სკოლას გახსნიან. ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე ამალი, ადამიანის უფლებების იურისტი, რომელიც წარმოშობით ლიბანელია, „კლუნის იუსტიციის ფონდი“-ს მეშვეობით ლიბანში მყოფ სირიელი მიგრანტებისათვის 7 სკოლის გახსნას აპირებენ. ფონდის ინტერნეტგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროექტში კომპიუტერების ფირმა HP-მ, საძიებო სისტემა Google-მ და გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-მაც შეიტანეს თავიანთი წვლილი რა, შემოსულმა თანხამ, 3,3 მილიონი დოლარი შეადგინა. კლუნების მხრიდან ჩამოყალიბებული ფონდი მსგავს ღონისძიებებში ხშირად იღებს მონაწილეობას.