ტრამპის მიტინგი ოჰაიოში პროტესტის ფონზე წარიმართა
ერთმა მოპროტესტემ საბჭოთა კავშირის დროშა ააფრიალა
777971
პროტესტების ფონზე წარიმართა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა აქცია ოჰაიოს შტატის იუნგსტოუნის დასახლებაში.
დახურულ დარბაზში მიმდინარე ეს აქცია ტელეარხებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, როცა ერთმა მოპროტესტემ საბჭოთა კავშირის დროშა იმ დროს ააფრიალა, როცა სიტყვით გამოდიოდა ტრამპი.
დროშის დანახვაზე დიდი ხმაური ატყდა დარბაზში, მაგრამ, ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდათ, არ მიექციათ მისთვის ყურადღება.
როცა პოლიციამ გარეთ გაიყვანა საბჭოთა დროშიანი მოპროტესტე, ტრამპმა ასე მიმართა დარბაზში მყოფებს: “ყმაწვილი კაცია, ახლა დედიკოსთან მიდის, დაგენიძლავებით, რომ არჩევნებზე დედამისს ჩემთვის აქვს ხმა მოცემული“.
ამავე სალონში კიდევ ერთ მოპროტესტეს ბანერი ეჭირა წარწერით: “ტრამპი და პენსე უნდა გადადგნენ“ და პოლიციამ ისიც გაიყვანა სალონიდან