დიანეთმა FETÖ-ს ანგარიში გამოაქვეყნა

დიანეთმა FETÖ-ს ანგარიში გამოაქვეყნა

777992
დიანეთმა FETÖ-ს ანგარიში გამოაქვეყნა

თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველომ ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის  (FETÖ) დევიანტური საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიში, ფეტოს ლიდერის მხრიდან ისლამთან დაკავშირებით დაწერილი წიგნების კვლევის შედეგად, „ფეტოს მიერ ბოროტად გამოყენებული ისლამი“ სახელწოდებით  მოამზადა. დიანეთის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათლად ჩანს, თუ ფეტოს ლიდერი საკუთარ თავს რაოდენ მაღალ დონეზე აყენებს, ხოლო ამის პარალელურად ორგანიზაციის  წევრებს არწმუნებს, რომ მათი ლიდერი ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. კვლევების შედეგად ასევე დადგინდა, რომ თითქოს და ფეტო,  ანუ ფეთჰულა გიულენი, წარღვნის მოახლოებისას ისლამის გასავრცელებლად ღმერთის მიერ შერჩეული პიროვნება არის. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფეტო თითქოს და სიზმარში წმ. მუჰამმედ შუამავალს ნახულობდა და მისი სახელით გასცემდა მითითებებს და ბრძანებებს. დიანეთის მიერ ფეტოს შესახებ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების ღონისძიებაზე რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსი მეჰმედ გორმეზიც გამოვიდა სიტყვით და განაცხადა: „პირველ რიგში ჩემის ჩათვლით,  ყველა რელიგიური პირი ვალდებულია, ამ ბნელი დაჯგუფების ნამდვილი სახე დაანახოს საზოგადოებას, რომ ისინი რელიგიის გამოყენებით მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ახორციელებდნენ. რელიგიური პირები ასევე ვალდებული არიან ყურანი და შუამავლის სუნნეთი სწორად მიაწვდინონ საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბნელი დღეები კიდევ დაგვიბრუნდება და საზოგადოების წინაშე შერცხვენილები დავრჩებით.“



მსგავსი ინფორმაციები