მადონამ მალავიში ბავშვთა საავადმყოფო გახსნა

მან ამ სახელმწიფოში 4 ბავშვი იშვილა

777345
მადონამ მალავიში ბავშვთა საავადმყოფო გახსნა

ცნობილმა ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა მადონამ, სამხრეთ აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო მალავიში, სადაც 4 ბავშვი იშვილა, ერთი ბავშვთა საავადმყოფო გახსნა და მას ერთ ერთი თავისი შვილობილი გოგონას, 11 წლის მერსი ჯეიმსის სახელი მისცა. ამით როკის დედოფალმა ერთგვარი მორალურ-ზნეობრივი ვალი გადაუხადა იმ სახელმწიფოს, რომელშიც დაიბადნენ მისი შვილობილები. ეს საავადმყოფო 50 საწოლიანია და მის გახსნაში მონაწილეობა მიიღო მავავიის პრეზიდენტმა პეტერ მუტარიკამ. მადონამ ამ ქვეყნიდან 4 ბავშვი, 11 წლის მერსი ჯეიმსი, მისი თანატოლი დავიდ ბანდა და 4 წლის ორი ტყუპი, ესტერა და სტელა იშვილა



მსგავსი ინფორმაციები