პუტინი და ტრამპი ჰამბურგში ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს

ამ შეხვედრაზე ტრამპს თარჯიმანი არ ჰყოლია

773314
პუტინი და ტრამპი ჰამბურგში ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს

თეთრის სახლის ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, ამერიკული მას-მედიისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, 7-8 ივლისს ჩატარებულ დიდ ოციანთა სამიტზე, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ამათგან მათი პირველი პირისპირი შეხვედრა ოფიციალური ყოფილა, ხოლო მეორე კი არაოფიციალური და იგი სამიტის მონაწილე ლიდერთა ვახშმის დროს შემდგარა. ამ მაღალჩინოსანს არაფერი უთქვია მეორე შეხვედრის ხანგრძლივობის და შინაარსის შესახებ. სამიტის დასრულების შემდეგ პოლიტიკურ-ანალიტიკური ფირმა Eurasia Group-ის თავჯდომარემ იან ბრემმერმა განაცხადა, რომ პუტინ-ტრამპის მეორე შეხვედრა ლიდერთა ვახშმის დროს შესდგა და იგი 1 საათს გაგრძელდა რა, მას პუტინის თარჯიმნის გარდა არავინ დასწრებია. ბრემმერმა ამავე განცხადებაში მკაცრად გააკრიტიკა ტრამპის თარჯიმნის დაუსწრებლობა და მას ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების დიდი დანაკლისი უწოდა



მსგავსი ინფორმაციები