კატარელმა მინისტრმა ინტერვიუ მისცა TRT World-ს

“თურქულ სამხედრო ბაზას არ დავხურავთ“

772825
კატარელმა მინისტრმა ინტერვიუ მისცა TRT World-ს

კატარის თავდაცვის მინისტრმა ჰალიდ მუჰამმედ ელ ათიემ ინტერვიუ მისცა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT World-ს და თქვა, რომ კატარისათვის ბლოკადის გამომცხადებელმა არაბულმა სახელმწიფოებმა დოჰასათვის წარდგენილი 13 მუხლიანი პაკეტით კატარში მოქმედი თურქული სამხედრო ბაზის დახურვაც მოითხოვეს, რაც მათთვის მიუღებელია, რადგან, ეს საკითხი მხოლოდ ორი სუვერენული სახელმწიფოს, თურქეთის და კატარის პრეროგატივაში შედის. “ჩვენი სახელმწიფო, ბლოკადის გამომცხადებელი საუდის არაბეთის, გაერთიანებული არაბული ემირატების, ბაჰრეინის და ეგვიპტის მიმართ სარჩელს აღძრავს საერთაშორისო სასამართლოში“, განაცხადა კატარელმა მინისტრმა. როგორც ცნობილია ზოგიერთმა არაბულმა სახელმწიფომ 5 ივნისს კატარს ბრალი დასდო ტერორიზმისადმი მხარდაჭერაში და მის მიმართ სანქციები დააწესეს. მათვე შემდეგ დოჰას 13 მუხლისგან შემდგარი ულტიმატუმის პაკეტიც წარუდგინეს, რომელშიც თურქული სამხედრო ბაზის დახურვის გარდა, ირანთან ურთიერთობების გაწყვეტას და ტელეარხ Al Jazeera-ს დახურვასაც ითხოვენ



მსგავსი ინფორმაციები