ტრამპის ვიზიტი ინგლისში გადავადდა!?
ამის შესახებ გარდიანი და ბიბისი იუწყებიან
ინგლისური გაზეთი The Guardian-ი იუწყება, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ თვეში ტელეფონით დაუკავშირდა ინგლისის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის და უთხრა, რომ სანამ ამერიკელ ხალხი მხარს არ დაუჭერს მის ვიზიტს ინგლისში, მანამდის არ ეწვევა ამ ქვეყანას და აქედან გამომდინარე ამ წლისათვის დაგეგმილ ვიზიტს ინგლისში, მომავალი წლისათვის გადაავადებს. თუმცა, თვით ინგლისის მთავრობის განცხადებით ტრამპის ამ ქვეყანაში ვიზიტის თარიღში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა. BBC-ის დღევანდელი გადაცემის მიხედვითაც ტრამპი 2018 წელში ეწვევა ინგლისს. დიდ ბრიტანეთში, იანვარში მომზადებულ პეტიციას 2 მილიონამდე კაცმა მოაწერა ხელი და ისინი ტრამპის ინგლისში ვიზიტის გაუქმებას მოითხოვდნენ
მსგავსი ინფორმაციები
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა