ჩავუშოღლუ სპილოს ძვლის სანაპიროს სტუმრობს

TİKA-მ აქ ქალთა და ბავშვთა ცენტრის გააშენა

768673
ჩავუშოღლუ სპილოს ძვლის სანაპიროს სტუმრობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ მონაწილეობა მიიღო აფრიკის სახელმწიფო სპილოს ძვლის სანაპიროს ქალაქ პორტ ბუეტში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო, TİKA-ს მხრიდან აშენებულ ქალთა და ბავშვთა ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაში და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ ჰუმანიტარული დახმარებების მხრივ თურქეთი მსოფლიოს ერთ ერთ წამყვან ქვეყანას წარმოადგენს.

“თავისუფლად შეიძლება ვთქვა, რომ ჰუმანიტარული და განვითარების დახმარებების მხრივ აშშ-ს შემდეგ ჩვენი ქვეყანაა. 2016 წელს ამერიკამ ასეთი დახმარებებისთვის 6,3 მილიარდი დოლარი, თურქეთმა კი 6 მილიარდი დოლარი დახარჯა. მაგრამ, თუ ამ დახმარებებს ეროვნული შემოსავლის მხრივ ვიანგარიშებთ, მაშინ, ჩვენ მთელს მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით მარტო თიკას მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გააჩნია წარმომადგენლობები და აქედან 16 აფრიკის ქვეყნებში მოქმედებს.

“რაც შეეხება საელჩობეს, დღეს აფრიკის 39 ქვეყანაში გვაქვს საელჩოები და მათ რაოდენობას უახლოეს მომავალში 50-მდე გავზრდით და ამით ფაქტიურად აფრიკის ყველა სახელმწიფოსთან გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები“, განაცხადა ჩავუშოღლუმ



მსგავსი ინფორმაციები