თურქული სამყაროს ფესტივალი ასტანაში

თურქეთის, ყაზახეთის, და აზერბაიჯანის მუსიკოს ხელოვანებთან ერთად, პირველად შეუერთდნენ ავშარი და სალარი თურქების მუსიკოსებიც

764100
თურქული სამყაროს ფესტივალი ასტანაში

ყაზახისტანის დედაქალაქ ასტანაში, მეათე საერთაშორისო თურქული სამყაროს ასტანა-არქაუს მუსიკალურ ფესტივალს, თურქეთის, ყაზახეთის, და აზერბაიჯანის მუსიკოს ხელოვანებთან ერთად, პირველად შეუერთდნენ ავშარი და სალარი თურქების მუსიკოსებიც.

ასტანის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფესტივალზე, თურქული სამყაროს წარმომადგენელმა ხელოვანებმა, ეროვნული ინსტრუმენტებით წარმოადგინეს თავიანთი ტრადიციული მუსიკები და სიმღერები.

ფესტივალის პროდიუსერის ასკარ უმაროვის განცხადებით მათი სურვილია, ტრადიციული თურქული მუსიკის ასტანაში წარმოდგენა, იმიტომ, რომ მუსიკა არის უცილო წმინდა ენა, რომელიც აერთიანებს ხალხებს. ყველა მუსიკას გააჩნია საერთო წარმომავლობა. ამ ფესტივალზე პირველად მიიღეს მონაწილეობა ავშარმა და სალარმა თურქებმა. სალარები ჩინეთიდან ჩამოვიდნენ. 100 ათასმდე მოსახლე გააჩნია და ოღუზურ დიალექტზე საუბრობენ.  ავშარები არიან სამხრეთ ირანიდან ჩამოსული თურქული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფი.

უმაროვის განცხადებით, ფესტივალზე მონაწილეთა რიცხვი ყოველ წლიურად იზრდება.



მსგავსი ინფორმაციები