დოჰამ ანკარას მადლობა გამოუცხადა

“თურქეთმა ყურის ქვეყნებს დიალოგისკენ მოუწოდა“

762065
დოჰამ ანკარას მადლობა გამოუცხადა

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ მუჰამმედ ბინ აბდურრაჰმან ალ სანიმ მისი ქვეყნის მხარდაჭერის გამო ანკარას მადლობა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ამ სიკეთეს არასოდეს არ დაივიწყებენ.

ეს სიტყვები მან ვაშინგტონში მიმდინარე სემინარზე განაცხადა, სადაც ყურის არაბულ ქვეყნებსა და კატარს შორის წარმოქმნილ კრიზისს განიხილავდნენ.

“თურქეთის კატართან კარგი ურთიერთობები იმას არ ნიშნავს, თითქოს და ანკარას ყურის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები არ სურდეს, პირიქით, ანკარამ კრიზისის მოგვარების მიზნით ყურის ყველა ქვეყანას დიალოგისკენ მოუწოდა“, განაცხადა ალ სანიმ დაამატა, რომ კატარი სუვერენიტეტის გზიდან არასოდეს არ გადაუხვევს, რადგან, სწორედ ამას ისახავს არაბული ქვეყნების მხრიდან კატარის დიპლომატიური და ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც მათ ამერიკის წაქეზებით განახორციელეს.

იგი შეეხო ასევე ხსენებული 4 არაბული ქვეყნის მხრიდან წამოყენებულ 13 მუხლიან ულტიმატუმს და თქვა, რომ მათ არ მიიღებენ, რადგან, ისინი რეალურს მოკლებული მოთხოვნებია.

ამის საპასუხოდ საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ და გაერთიანებულმა არაბულმა ემირატებმა განაცხადეს, რომ თუ დოჰა მათ პირობებს არ შეასრულებს, მაშინ, მის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მიიღებენ  



მსგავსი ინფორმაციები