სალვადორ დალის საფლავი გაიხსნება
მისი გვამის ტოქსიკოლოგიური ანალიზი მოხდება
ცნობილი ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის საფლავი დნმ-ს ტესტის მიზნით გაიხსნება.
მადრიდის სასამართლოს მოსამართლემ მარია დელ მარ გრესპომ მიიღო დადგენილება, რომ 1904-1989 წლებში მცხოვრები ცნობილი სურეალისტი მხატვრის საფლავი დნმ-ს ტესტის მიზნით გაიხსნას, რათა დაკმაყოფილდეს მოქალაქე მარია პილარ აბელ მარტინეცის პრეტენზია, რომელიც აცხადებს, რომ იგი დალის ქალიშვილს წარმოადგენს და ამ მიზნით სასამართლოში სარჩელი აღძრა.
ახლა სასამართლო ექსპერტიზა დალის საფლავს გახსნის და იქ დარჩენილი ძვლების ან კბილის ნარჩენების ტოქსიკოლოგიურ ანალიზს მოახდენს.
სარჩელის აღმძვრელი მარია აბელი 1956 წელს ფიგუერაში დაიბადა და დედამისს 1955 წელს ხანმოკლე კავშირი ჰქონია რა სალვადორთან, დედამისს ხშირად უთქვია მისთვის, რომ იგი სწორედ დალის ქალიშვილს წარმოადგენს.
თუ, დნმ-ს ანალიზით დადასტურდება მარია აბელის პრეტენზია, მაშინ, იგი სალვადორ დალის მემკვიდრეობის 25%-ის მფლობელი გახდება, რაც დაახლოებით 300 მილიონ ევროს შეადგენს