ტრამპმა თეთრი სახლის ტრადიცია დაარღვია
ტრამპმა თეთრი სახლის ტრადიცია დაარღვია
759793

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოველწლიურად თეთრ სახლში მარხვის თვის ბოლო დღეს გასამართი იფთრი აღარ გამართა. BBC-ს ინფორმაციით ბოლო ოცო წელია ტრადიციად ქცეული იფთრის ვახშამი, რომელის ისლამის წარმომადგენლების თანდასწრებით იმართებოდა, მიმდინარე წლის მარხვის თვეში არ გაიმართა. თეთრ სახლში პირველი იფთრის ვახშამი 1805 წელს ტომას ჯეფერსონის პერიოდში, აშშ-ში ტუნისის ელჩის მიღების დროს გაიმართა. მას შემდეგ, ზოგიერთი პრეზიდენტი ამ ტრადიციას არღვევდა, მაგრამ ბოლო 20 წელია აღნიშნული ვახშამი ყოველთვის იმართებოდა. ტრამპი ადრეც ხშირად გამოდიოდა ანტი-მუსლიმური განცხადებებით და ქმედებებით. მან, პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთ კვირაში შვიდი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისათვის აშშ-ში შესვლა აკრძალა.