25 ივნისი ისტორიაში

25 ივნისი ისტორიაში

316396
25 ივნისი ისტორიაში

25 ივნისი ისტორიაში

1861 წლის 25 ივნისს ოსმალეთის 31-ე სულთანი აბდულმეჯიდი 38 წლის ასაკში ტუბერკულოზის დაავადებით გარდაიცვალა. ოსმალეთის დასუსტების პერიოდში ტახტზე ასულ აბდულმეჯიდს, უპირველესად ეგვიპტის და სხვა მრავალი საგარეო პრობლემა დახვდა რა, იგი იძულებული გახდა მრავალი სახის რეფორმები გაეტარებინა. აბდულმეჯიდის მიერ გატარებული რეფორმების გამო ლიბიაში, მონტენეგროში, დამასკოში და ბეირუთში დაწყებულმა ამბოხებებმა ოსმალეთის იმპპერია კიდევ უფრო დაასუსტა. სულთანი აბდულმეჯიდი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა არქიტექტურას. მისი სულთნობის პერიოდში იქნა აგებული სტამბოლში დოლმაბაჰჩეს და კუჩუქსუს სასახლეები, თეშვიქიეს და მეჯიდიეს მეჩეთები. მისი გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთის ტახტზე აბდულაზიზი ავიდა.
  1950 წლის 25 ივნისს კორეის ბრძოლა დაიწყო. ბრძოლა პირველ ეტაპზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებს შორის გაიმართა, მაგრამ შემდეგ აშშ და მოკავშირეები, საბჭოთა კავშირი და ჩინეთიც ჩაერთო რა, ეს ბრძოლა საერთაშორისო საშიშროებად გადაიქცა. კორეის ბრძოლა სამ წელს გაგრძელდა და მთლიანობაში 2,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კორეის ბრძოლაში აშშ და მოკავშირე ქვეყნები სამხრეთ, ხოლო საბჭოთა კავშირი და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას უჭერდენ მხარს. აღნიშნულ ბრძოლაში თურქეთს გაეროს სახელით 5400 ჯარისკაცი ჰყავდა გაგზავნილი. კორეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად გაიყო. კორეის ჩრდილოეთი საბჭოთა კავშირის, სამხრეთი კი აშშ-ს მმართველობის ქვეშ აგრძელებს არსებობას.

  1991 წლის 25 ივნისს ბალკანეთში დამოუკიდებლობის მოძრაობები დაიწყო. ხორვატიის და სლოვენიის პარლამენტებმა იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. დამოუკიდებლობის მოძრაობის შემდეგ სახელმწიფოს საერთო ჯარი ”იუგოსლავიის სახალხო არმია,” მოკლე დროში დაიშალა და სერბეთის არმიად გადაკეთდა რა, ჯერ სლოვენიას, შემდეგ კი ხორვატიას დაესხა თავს. რეგიონში სერბეთის, ხორვატიის და სლოვენიას შორის მომხდარი დაპირისპირებების დროს წარმოქმნილი კონფლიქტით ბოსნია და ჰერცოგოვინამ იხელთა და მათაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ბალკანეთში დაწყებული დამოუკიდებლობის ბრძოლა შემდეგ ბოსნიის ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც რეგიონში სტაბილურობა დიდ ხანს ვერ დამყარდა.

 2009 წლის 25 ივნისს მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა. პოპ მუსიკის ლეგენდარული მომღერალი გულის შეტევის შედეგად ლოს ანჯელესში გარდაიცვალა. მან მუსიკალური კარიერა ექვსი წლის ასაკში მამის მიერ მიერ ჩამოყალიბებულ ”ჯექსონ 5” სახელწოდების ჯგუფში ჩართვით დაიწყო. იგი როგორც მომღერალი, ასევე კომპოზიტორიც იყო. ჯექსონმა პირველი სოლო ალბომი “Got To Be There”-ი 13 წლის ასაკში გამოსცა. ამის შემდეგ მან პოპულარობა ძალიან სწრაფად მოიპოვა. მისი ალბომები მსოფლიო მაშტაბით 750 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა. ჯექსონს მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული. ლეგენდარულმა მომღერალმა 1982 წელში “Thriller” სახელწოდების ალბომი გამოსცა, რომელიც 25 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები