ნორვეგიის სკოლებში ბურკის ტარება აიკრძალა

შესაბამისი კანონი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება

752423
ნორვეგიის სკოლებში ბურკის ტარება აიკრძალა

ნორვეგიის განათლების მინისტრმა ტორბჟორნ როემ სახელმწიფო ტელეარხ NRK-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან, ბურკას და სხვა იმისთანა თავსაბურების, რომლებიც მთლიანად ფარავენ ადამიანის სახეს, ტარება აიკრძალება, რის შესახებ კანონი უკვე დაამტკიცა ქვეყნის მინისტრთა საბჭომ.

მინისტრის თქმითვე სახე დაფარულ მოსწავლეებს უჭირთ კონტაქტების დამყარება პედაგოგებთანაც და თანაკლასელებთანაც, როცა წარმატებისათვის საჭიროა მათთან კარგი კონტაქტების დამყარება, ამიტომაც, ყველანაირი ისეთი სახის თავსაბურის ტარება, რომლის დროს სახე არ ჩანს და ამით კონტაქტის დამყარება რთულდება, აიკრძალა, თუმცა, მისივე თქმით, ამ კანონის დამრღვევისათვის რაიმე სასჯელი არ არის გათვალისწინებული.  

სხვათა შორის ასეთივე შინაარსის შემცველი კანონი 2006 წელს შვეციაში არ მიიღეს იმ მიზეზით, რომ იგი სკოლებში დისკრიმინაციას გამოიწვევდა  



მსგავსი ინფორმაციები