ერდოღანი ხელოვანებს და სპორტსმენებს შეხვდა

ისინი მან სტამბოლის თარაბიის რეზიდენციაში მიიღო

751442
ერდოღანი ხელოვანებს და სპორტსმენებს შეხვდა

პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ საღამოს, სტამბოლის თარაბიის კოშკის რეზიდენციაში სამარხვო ვახშამი გაუმართა ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლებს და მათთან საუბარში თქვა, რომ ცოდნის გარეშე კულტურით და ზრდილობის გარეშე სპორტით შორის ვერ წავლენ და ვერც ვერაფერს მიაღწევენ.

მანვე დაგმო ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სფეროების ერთი ჯგუფის მხრიდან მონოპოლიზება, რასაც არავითარი სარგებლობა არ მოაქვს და პირიქით, აფერხებენ ამ სექტორების წინსვლა-განვითარებას, ამიტომაც მისივე აზრით, ამ სექტორების წარმომადგენლები მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებენ ხალხის მოთხოვნილებებს.

“ხელოვნების წარმომადგენლები არ უნდა წარმოადგენდნენ სახელმწიფო მოხელეებს, არამედ, ისინი თავისუფლად უნდა ეწოდნენ მხატვრულ შემოქმედებას, რაშიც მათ გვერდში უნდა დაუდგეს სახელმწიფო და წაახალისოს მათი შრომა“, აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, სტამბოლის ცენტრში, თაქსიმის მოედანზე მდებარე ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრი მოძველდა და ამიტომ მის ადგილზე ახალ ცენტრს ააშენებენ, რომლის პროექტიც უკვე მზად არის   



მსგავსი ინფორმაციები