10 ივნისი ისტორიაში

10 ივნისი ისტორიაში

298596
10 ივნისი ისტორიაში

10 ივნისი ისტორიაში

1923 წლის 10 ივნისს ფრანგი მწერალი პიერ ლოტი გარდაიცვალა. 17 წლის ასაკში საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში შესულმა ლოტიმ, 1800-იან წლებში პოლკოვნიკის წოდება მიიღო. ლოტიმ ახლო აღმოსავლეთში და შორეულ აღმოსავლეთში მოღვაწეობის პერიოდში ნანახი უცხოური კულტურა თავის რომანებში აღწერა. იგი 1876 წელს სტამბოლში ჩამოვიდა რა, სტამბოლის ცხოვრებამ მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რის გამოც იგი ამის შემდეგ ხშირად ჩადიოდა ხოლმე სტამბოლში. იმის გამო რომ თურქებთან სიახლოვეს გრძნობდა, მას თურქეთის მეგობრად მოიხსენიებენ. პიერ ლოტის მიერ 1879 წელს დაწერილ პირველ რომან ”აზიადე”-თი იგი ოსმალეთის კულტურაზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი მსოფლიო და შემდეგ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ომის დროს იგი თურქეთს იცავდა და თავის სამშობლო საფრანგეთს და ევროპას აკრიტიკებდა. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისისგან მას ”სტამბოლის საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭა და მისი სახელის არასამთავრობო საზოგადოებაც ჩამოყალიბდა.

1940 წლის 10 ივნისს იტალიამ მეორე მსოფლიო ომში ჩართვის თაობაზე ოფიციალურად განაცხადა. მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიამ გერმანიას მხარი დაუჭირა რა, საფრანგეთს და ინგლისს ბრძოლა გამოუცხადა. იტალიის მეორე მსოფლიო ომში ჩარევით ბრძოლამ ჩრდილოეთ აფრიკაშიც გადაინაცვლა და უფრო ვრცელი ტერიტორია მოიცვა. ჰიტლერის მიერ დაწყებულ დასავლეთ ევროპის ოპერაციების ფარგლებში ამ ქვეყანამ საფრანგეთის ნაწილის დაპყრობა შეძლო. სწორედ ამან იმოქმედა მუსოლინზე და იტალია მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მხარეს დადგა. იტალიის იმ პერიოდინდელი მთავრობის ვარაუდით ბრძოლა რამოდენიმე კვირაში უნდა დამთავრებულიყო და ამ ბრძოლის გამარჯვებულად გერმანია მიაჩნდა რა, ამ გამარჯვებაში თავისი წვლილის შეტანა სურდა. მაგრამ იტალიის ვარაუდი არ გამართლდა და დროთა განმავლობაში რუსეთი უფრო გაძლიერდა, თან შემდეგ მეორე მსოფლიო ომში აშშ-ს ჩარევით გერმანია და მისი მოკავშირე ქვეყნები დამარცხდნენ.

1946 წლის 10 ივნისს თურქეთის ჟურნალისტთა ასოციაცია ჩამოყალიბდა. ასოციაციის მისია პრესის თავისუფლების და ეთიკის უფლებების დაცვა იყო. მისი პირველი პრეზიდენტი ასოციაციის ჩამომყალიბებელთაგან სედათ სიმავი გახდა. აღნიშნულ ასოციაციაში დღეს ოთხიათასზე მეტი პირია გაწევრიანებული. ასოციაცია ასევე საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევა და მან დღემდეს 57-ზე მეტი წიგნი გამოსცა.

 2008 წლის 10 ივნისს ჩინგიზ აითმათოვი გარდაიცვალა. ცნობილი ყირგიზი მწერალი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ჩინგიზ აითმათოვი 79 წლის ასაკში გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გარდაიცვალა. აითმათოვმა ბავშვობა დიდ სიდუხჭურეში გაატარა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ბავშვობიდან მუშაობა დაეწყო. იგი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებშიც მუშაობდა. მწერალმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა. შემდეგ, 1956 წელს კი მოსკოვში მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. იგი სტუდენტობის დროს ასევე გაზეთებში სტატიებს წერდა რა, 1957 წელს იგი საბჭოთა მწერალთა კავშირში იქნა გაწევრიანებული. აითმათოვმა 1963 წელს ლენინის ორდენი მიიღო. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს 150-ზე მეტ ენაზეა გადათარგმნილი


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები