TİKA ჰუმანიტარული დახმარება თურქმენებს

TİKA-მ, ერაყში ტერ-ორგანიზაცია დეაშის მხრიდან იძულებით განდევნილ თურქმენ ოჯახებს, ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

744547
TİKA ჰუმანიტარული დახმარება თურქმენებს

თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ (TİKA), ერაყში ტერ-ორგანიზაცია დეაშის მხრიდან იძულებით განდევნილ თურქმენ ოჯახებს, ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.  

სასურსათო პაკეტები დაურიგა, მუსულიდან, მასთან დაკავშირებულ ტელაფერიდან განდევნილ და ქვეყნის სამხრეთით ნეჯეფში დასახლებულ 500 თურქმენ ოჯახს. ინიციატივას შეუერთდა თურქეთის ბაღდადისა ელჩი ფათიჰ ილდიზიც, რომელმაც საჩუქრები დაურიგა ბავშვებს. მუსულსა და ტელაფერში მცხოვრებმა ასობით ადამიანმა, ტერ-ორგანიზაცია დეაშის მხრიდან 2014 წელს რეგიონზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მიატოვა სახლ-კარი და შიდა მიგრანტის მდგომარეობაში აღმოჩნდა. თავი შეაფარეს ბაღდადის ნეჯეფის, ქერბალას და ბაბილის მსგავს სამხრეთის ქალაქებს.



მსგავსი ინფორმაციები