პუტინმა ირანს და თურქეთს მადლობა გადაუხადა

“ჩვენ ერთობლივი მცდელობით მივაღწიეთ სირიაში მშვიდობას“

742649
პუტინმა ირანს და თურქეთს მადლობა გადაუხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ რუსეთის, თურქეთისა და ირანის კონსტრუქციულმა დამოკიდებულებამ სირიაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიაღებინათ. მანვე ამ შეთანხმებაში სირიის სამთავრობო ძალებისა და შეიარაღებული ოპოზიციის წვლილზეც გაამახვილა ყურადღება. “კონსტრუქციული დამოკიდებულების გამო უპირველეს ყოვლისა მე მინდა მადლობა გადავუხადო ანკარას და თეირანს. ჩვენ ერთობლივი მცდელობით მივაღწიეთ სირიაში მორატორიუმს. თუმცა, სირიის მთავრობისა და შეიარაღებული ოპოზიციის ნება რომ არ ყოფილიყო, ამას რა თქმა უნდა ვერ მივაღწევდით. ყოველ შემთხვევაში მიღწეული შეთანხმება სირიაში საბოლოო მშვიდობის გზაზე გადადგმული მეტად მნიშვნელოვანი და პირველი სერიოზული ნაბიჯია“, განაცხადა პუტინმა



მსგავსი ინფორმაციები