აბრეშუმის და სანელებლების ფესტივალი უზბეკეთში

უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში დასრულდა მეთექვსმეტე საერთაშორისო აბრეშუმის და სანელებლების კულტურის ფესტივალი

742292
აბრეშუმის და სანელებლების ფესტივალი უზბეკეთში

უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში დასრულდა მეთექვსმეტე საერთაშორისო აბრეშუმის და სანელებლების კულტურის ფესტივალი, სადაც თურქეთიც იღებდა მონაწილეობას.

ქალაქის ისტორიულ რეგიონში გამართულ ფესტივალზე, წარმოდგენილ იქნა სახელმწიფოში წარმოებული სხვადასხვა აბრეშუმის ქსოვილები და სანელებლების სახეობები.

სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ფესტივალზე, წარმოდგენილ იქნა ტრადიციული ეროვნული ტანსაცმელი, ხალხური ცეკვები, მამლების, ყოჩების შებრძოლება, ტრადიციული უზბეკური ტანსაცმლის მოდელების ჩვენება და ხალხური რეწვის ნიმუშების გარდა უზბეკური ჟონგლიორების წარმოდგენები, რომელსაც მაყურებლები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ფესტივალის კონტექსტში მოეწყო ტრადიციული უზბეკური ფლავის კონკურსი. საუკეთესო მზარეულები სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარე ბუხარაში ტურიზმის განვითარებას,  დასრულდა სახელმწიფოს აღიარებული ხელოვანების გალა კონცერტით.



მსგავსი ინფორმაციები