იაპონიის პრინცესამ სიყვარული არჩია მეფობას
სამეფო ტრადიციების დარღვევის გამო, იძულებული გახდება, უარყოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობა

იაპონიის იმპერატორის აქიჰიტოს 25 წლის შვილიშვილმა პრინცესა მაკომ, შეყვარებულზე გათხოვების გადაწყვეტილება მიიღო. სამეფო ტრადიციების დარღვევის გამო, იძულებული გახდება, უარყოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობა.
პრინცესა მაკომ, 2012 წელს, ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო 25 წლის ქეი ქომურო. მაშინ, როცა, ხშირად უხდებოდათ ერთად დავალების მომზადება, იმავე დროს აწყობდნენ ქორწილის გეგმებსაც.
მაგრამ, იაპონიის სამეფოს ტრადიციებით, იმ შემთხვევაში თუ რიგით ადამიანთან მოხდება სამეფოს წევრის დაოჯახება, მან უარი უნდა თქვას ტახტზე და სამეფო მემკვიდრეობაზე.
პრინცესა, ზემოთქმული ყველაფრის წინასწარ ცოდნის მიუხედავად, წინამდებარე დღეებში ნიშნობისთვის ემზადება.
მაკოს მომავალი საქმრო მუშაობს ერთ-ერთ იურდიულ ოფისში. არის მოთხილამურე, ვიოლინოს დამკვრელი და კარგი მზარეული. ერთ დროს, მისთვის, საარსებო შემოსავალი ყოფილა რესტორანში მუშაობა. ამავდროულად, ტურიზმის სექტორში მომუშავე ახალგაზრდა, ცხოვრობს ქალაქ იოკოჰამაში, დედასთან და ბაბუასთან ერთად.
მსგავსი ინფორმაციები

თურქეთის მოსახლეობის რაოდენობამ 2022 წელს 85 მილიონ 279 ათას 553-ს მიაღწია
თურქეთის მოსახლეობის რაოდენობამ 2022 წელს 85 მილიონ 279 ათას 553-ს მიაღწია