THY-ს ახალი სარეკლამო ფილმი.

თურქეთის ავიო კომპანიის ახალი სარეკლამო ფილმი...

731180
THY-ს ახალი სარეკლამო ფილმი.

თურქეთის ავიო კომპანიის ახალი სარეკლამო ფილმი...

ინგლისელმა მორაგბე ლაურენ დალლაგლიომ და მისმა ჯგუფმა გამოსცა სარეკლამო ფილმი, სადაც ასახულია როგორ უბიძგეს მათ თურქეთის საჰაერო გზებისთვის განკუთვნილ გიგანტურ "Airbus A-330" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს და როგორ შესძლეს მისი ადგილზევე განძრევა.

ევროპის რაგბის ჩემპიონის ოფიციალური სპონსორობით, თურქეთის ავიო კომპანიისთვის  მომზადებული ფილმი, გაზიარებულ იქნა სოციალური მასმედიის საშუალებით.

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის ანგარის წინ გადაღებულ სარეკლამო ფილმში მორაგბეები გასახდელ ოთახში გაჰყვირიან-„აბა წავიდეთ, ამას შევძლებთ, გვეყოფა ამისთვის ძალა და ჩვენი ძალა ყველას უნდა ვაჩვენოთ“. ამის შემდეგ ისინი მიდიან თვითმფრინავისკენ და ემზადებიან თვითმფრინავის ადგილიდან დასაძვრელად.

შემდეგ კი ფილმში ასახულია მორაგბეების სიხარულის შეძახილები.

თურქეთის ავიო კომპანიის გამოცემულმა ახალმა სარეკლამო ფილმმა მოკლე დროში დიდი მოწონება დაიმსახურა.



მსგავსი ინფორმაციები