სტამბოლმა ქუდუსის საერთაშორისო ფონდების ფორუმს უმასპინძლა

“ანკარა პალესტინელების გვერდით დგას“

728709
სტამბოლმა  ქუდუსის საერთაშორისო ფონდების ფორუმს უმასპინძლა

გუშინ, სტამბოლის ჰალიჩის კონგრესების ცენტრში “ქუდუსის საერთაშორისო ფონდების ფორუმი“ გაიმართა, რომელზედაც სიტყვით გამოვიდა ერდოღანი და თქვა, რომ მუსლიმანების პირველი ყიბლე, შუამავალთა ქალაქი იერუსალიმი მუსლიმანების ყველაზე წმინდა ქალაქია და ამიტომ მათ ნამუსსაც წარმოადგენს.

“ჩვენ იერუსალიმის პასუხისმგებლობის საკითხში წინაპრებისგან დიდი მემკვიდრეობა დაგვრჩა, ამიტომაც, იერუსალიმის დავაში პალესტინელი ძმების უფლებებისა და სამართლისათვის ბრძოლასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ქალაქი ახლიდან გადაიქცეს მშვიდობის, უსაფრთხოების, ძმობის, სიმყუდროვის ქალაქი“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ სანამ პალესტინის პრობლემა სამართლიან გადაწყვეტას ვერ ჰპოვებს, მანამდის შეუძლებელი გახდება ამ რეგიონში საბოლოო მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა.

იგი შეეხო ისრაელის პარლამენტში  მინარეთებიდან ეზანის კითხვისას ზოგიერთ საათებში მისი ხმის დაწევის დადგენილებას, რომლის კენჭისყრა გენერალურ სესიაზე ჯერაც არ შემდგარა და თქვა, რომ არ დაუშვებენ ეზანის ხმის დაწევას და შეეწინააღმდეგებიან ამ დადგენილების მიღებას.

მანვე ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, არ შეეშინდეთ ეზანის, რადგან, იგი მხოლოდ რწმენის თავისუფლების გამოხატვაა.

პრეზიდენტმა პალესტინის პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად 1967 წლამდელ საზღვრებში დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნა დაასახელა, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება, ამიტომაც მან ყოვლად დაუშვებელი და მეტად საშიში უწოდა აშშ-ს საელჩოს ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანის იდეას.

ერდოღანმა ბოლოს მეტად მნიშვნელოვანი უწოდა და კმაყოფილება გამოთქვა ჰამასის მხრიდან გამოქვეყნებული ახალი პოლიტიკური დოკუმენტის მიმართ   



მსგავსი ინფორმაციები