23 აპრილი ისტორიაში

23 აპრილი ისტორიაში

245603
23 აპრილი ისტორიაში

23 აპრილი ისტორიაში

1616 წლის 23 აპრილს ცნობილი ინგლისელი დრამატურგი და პოეტი უილიამ შექსპირი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. კაცობრიობის ყველაზე ცნობილ დრამატურგ შექსპირის ნაწარმოებები დღემდე ყველაზე მეტად დაიდგა მსოფლიო თეატრების სცენებზე. მისი თეატრალური ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და მილიონობით ტირაჟითაა გამოცემული მისი წიგნები.

 1920 წლიდან მოყოლებული 23 აპრილი თურქეთში ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა საერთაშორისო დღედ აღინიშნება. თურქეთის ეროვნული მეჯლისი პირველად 1920 წლის 23 აპრილს შეიკრიბა და ეს დღე ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის დროს ობლად დარჩენილ ბავშვებს მიუძღვნეს. ბავშვთა ეს დღესასწაული 1935 წელს გააერთიანეს და ამ თარიღიდან მოყოლებული 23 აპრილი ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა საერთაშორისო დღედ აღინიშნება. ადრე ეს დღესასწაული მხოლოდ თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსში აღინიშნებოდა. 1979 წლიდან მოყოლებული ამ ფესტივალს თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT მასპინძლობს და ამ ეგიდით მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მოწვეული ბავშვების მონაწილეობით თურქეთში ”ბავშვთა ფესტივალი” იმართება.

1984 წლის 23 აპრილს აივ-ის ვირუსი აღმოაჩინეს. შიდსის გამომწვევი აივის ვირუსი დოქტორ რობერტ გალლის და ფრანგი მეცნიერების მიერ იქნა აღმოჩენილი. მისი აღმოჩენიდან დღემდე ამ ვირუსით 20 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ვირუსით დაავადებულთა 70% აფრიკაში ცხოვრობს. კვლევების შედეგად დადგინდა რომ აფრიკის ქვეყნებში მოსახლეობის 10% ამ ვირუსითაა დავადებული.

2007 წლის 23 აპრილს რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში იგი გორბაჩოვის და კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ გამოდიოდა ხოლმე. ამის შემდეგ იგი 1991 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად იქნა არჩეული.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აპრილი

მსგავსი ინფორმაციები