აქტუალური საკითხის ანალიზი 13

არის თუ არა თურქეთი ევროპისთვის „სხვა“?

708075
აქტუალური საკითხის ანალიზი 13

არის თუ არა თურქეთი ევროპისთვის „სხვა“?

თურქეთის მტრულ, ანდა სხვად ქცევამ, ევროპის პოლიტიკუროპორტუნისტებსა და რადიკალურად მემარჯვენე რასისტებს მოკლევადიანი მოგება შესაძლოამოუტანოს, თუმცა ეს არც ევროპის პრობლემებს მოაგვარებს და არცმომავლისათვის პოლიტიკური და მორალური  გზის რუას შექმნის.

შვეიცარიამ აქ მცხოვრებ ქურთებს 25 მარტს ტერორის ღიად მხარდამჭერი მიტინგის ქალაქ ბერნში ჩატარებაზე ნებართვა გასცა, რითაც ანტითურქულ გუნდს ისიც შეუერთდა. იქ არალეგალური PKK-ს მხარდამჭერებმა მხოლოდ თურქეთში 16 აპრილს გასამართი საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინააღმდეგი მიმართული მიტინგი არ ჩაატარეს, მათ ამავდროულად ტერორის პროპაგანდის აფიშები და პანკარტებიც გამოიტანეს. ერთ-ერთ ასეთ პანკარტზე თავზე იარაღ მიბჯენილი პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი იყო გამოხატული წარწერით „მოკალით ერდოღანი“ . როდის იქცა ჩვეულებრივ მოვლენად ევროპის ქალაქში პრეზიდენტის მოკვლისაკენ მოწოდება? თურქეთის წინააღმდეგ მტრობამ და   ანტი-ერდოღანის პარანოიამ განა მართლა ასეთ არანორმალურ დონეს მიაღწია?

შვეიცარიის ხელისუფლებამ თავდაპირველად მიტინგს „მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის“ დანიშნულება მისცა. მაგრამ მაშინ, როცა თურქეთმა გამოიძახა შვეიცარიის ელჩი და გადასცა თავისი მწვავე რეაქცია, შვეიცარიელმა უფლებამოსილებმა სარჩელი აღძრეს. ინციდენტს ახლოდან დააკვირდება თურქეთი.  მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი. უპ. ყოვლისა მთავარია ის, თუ რატომ აძლევენ ევროპელი დემოკრატები ტერ-ორგანიზაციის დაჯგუფებებს თავიანთ სახელმწიფოში  მოღვაწეობის უფლებას? ვინ მისცემს უკანონო ორგანიზაციას მოღვაწეობის, სიტყვის თავისუფლების და სხდომების ჩატარების უფლებას?  ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისადმი მიმართული იარაღი, განა არ არის ევროპის ღირებულებებისადმი მიმართული იარაღი?

როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს, 16 აპრილის რეფერენდუმზე, მიზანში აქვს აშკარად დაუჭიროს მხარი „უარის“ კამპანიას. ამით, მხოლოდ ნატოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ჩასატარებელ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილების მიმართ არ გამოხატავენ თავიანთ უბრალო მოსაზრებას. ისინი თურქი ხალხის გადასაწყვეტ საკითხში ერევიან. ერთის მხრივ თურქ პოლიტიკოსებს ადანაშაულებენ თურქეთის შიდა პოლიტიკური საქმის ევროპაში გატანაში, მეორეს მხრივ კი, თვითონ ერევიან თურქეთის შიდა პოლიტიკაში და ცდილობენ ცალმხრივ მხარდაჭერას. თურქი წარმომავლობის ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსები, თავიანთი პოლიტიკური უფლებების გამოყენებით აწყობენ „უარის“ კამპანიებს. გარდა ამისა ზოგიერთი საზოგადოებრივი მაუწყებლობა, „უარის“ კომპანიისთვის მხარდაჭერის მიზნით აწყობს ცალმხრივ პროპაგანდას. რატომ? ნუთუ ძალიან არიან თურქეთით დაინტერესებული? თუ სხვა რამ უდევს ამას საფუძვლად?

ევროპელები რომ თურქებზე ნამდვილად ზრუნავდნენ, მაშინ, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს გაურკვეველ დამოკიდებულებას კი არა, უფრო მტკიცე და ნათელ პოზიციებს დააფიქსირებდნენ. უფრო მეტიც, ევროპელები არა მათ ტერიტორიებზე მოქმედი პკკ-ელების ან ფეტოელების გვერდზე დადგებოდნენ, არამედ მათ მოკავშირე და პარტნიორ თურქეთს აღმოუჩენდნენ მხარდაჭერას. ამჟამად ისინი რას შვრებიან, სიტყვით ანკარის გვერდზე დგანან, ხოლო საქმით კი არანაირად არ ეხმარებიან ანკარას ანტიტერორისტულ ბრძოლაშიც კი, პირიქით, სირიაში მოქმედი ქურთული შეიარაღებული ფორმირებების,  PYD-ს და YPG-ს სამხედრო დახმარებას უწევენ მატერიალურადაც და ფინანსურადაც, მათ წვრთნიან, ასწავლიან ბომბების დამზადებას და ყველანაირი სამხედრო ტექნიკა-იარაღების ხმარებას, აწვდიან ჯავშანტრანსპორტიორებს და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ამარაგებენ სადაზვერვო ინფორმაციებითაც, როცა ხსენებულ ორგანიზაციებს ოფიციალური ანკარა ტერორისტულად აღიარებს. ევროპელები თურქეთს სირიაში DAESH-ლების წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციებშიც კი არ ეხმარებიან.

ევროკავშირმა სათანადო მცდელობა და ყურადღება არ გამოიჩინა თურქეთის სრული გაწევრიანების საკითხშიც, რადგან, 2005 წლის აქეთ ფაქტიურად განხილვები არ დაწყებულა არც ერთ ახალ ქვეთავში (მოკლე შეხსენება: ბოლო 12 წლის განმავლობაში 36 ქვეთავიდან მხოლოდ ერთ ქვეთავში გაიხსნა და დაიხურა განხილვები. ნუთუ მართლა ასეთი სიჩქარე უნდა ჰქონდეს ევროკავშირს თურქეთთან მიმართებაში? რა თქმა უნდა არა). გარდა ამისა ბრიუსელმა არ შეასრულა ანკარასთან გასულ წელს ხელმოწერილი საიმიგრაციო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები და თურქეთს სირიელი მიგრანტებისათვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარებაც არ გადაურიცხა რა, არც თურქი მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი შემოიღო.

აქ კრიტიკული კითხვა ისაა, რომ ევროპა თურქეთის დაკარგვით რის მოპოვებას აპირებს?  ზოგიერთი პოპულისტი, რადიკალი მემარჯვენე  და რასისტული დაჯგუფება შეიძლება თურქეთის გარიყვით ხანმოკლე პერიოდში თავისი ინტერესების გატარებას შეეცადოს, მაგრამ ნუთუ ასეთი პოლიტიკით ძლიერ ნატოს წევრ ქვეყანასთან ურთიერთობით, რეგიონის სიმშვიდის, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები თურქების და სოციალური  პრობლემების მოგვარებას შესძლებენ? ასეთი პოლიტიკით მუსლიმანური სამყაროსთვის როგორი და რის შემცველი მესიჯების გაგზავნას ცდილობენ? ნეტა თუ ფიქრობენ ამ ყველაფერზე?

რაოდენ სამწუხაროა, რომ მათ პრეზიდენტი ერდოღანი  და თურქეთი შორეულ და წარმოსახვით მტრად მიაჩნიათ.  საკუთარი პრობლემების დასანახად ისიც კი საკმარისია, რომ სარკეში ჩაიხედონ და საკუთარი თავი დაინახონ, მაგრამ ისინი საკუთარ პრობლემებს „თურქეთის პრობლემად“ აღიქვამენ. თურქებისთვის მინიჭებული დამახინჯებული იმიჯით  „ბარბაროსი თურქები“ თავიანთი პრობლემების, ანუ უცხოელების მიმართ მტრული განწყობის, არა თანაბარუფლებიანობის, ოჯახური ძალადობების, რასისტული გამოსვლების და სხვა ევროპის მრავალი პრობლემის გადაფარვას ცდილობენ.

თურქეთის „სხვა“ მტრის ფორმატში მოხსენიებამ ევროპაში მოქმედ რადიკალურ მემარჯვენე დაჯგუფებებს შეიძლება მოკლე ვადიანი სარგებელი მოუტანოს, მაგრამ ეს ვერც ევროპის პრობლემებს მოაგვარებს და ვერც სამომავლო პოლიტიკის და მორალის გზა ვერ გახდება. ერდოღანის ეშმაკისეულად შერაცხვა, შეიძლება ევროპის პრობლემების გადასაფარად გამოიყენო, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს სერიოზული და რაციონალური მიდგომა. პირიქით ასეთი მიდგომა როგორც თურქეთსა და ევროპაში, ასევე მუსლიმანურ და დასავლურ სამყაროში შიშის გრძნობას გააღრმავებს.

ასეთი დეზინფორმაცია თვით ევროპამ და ევროპელმა პოლიტიკოსებმა თავისი მომავლისა და მსოფლიოში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად უნდა შეაჩერონ. სინამდვილეში თურქეთ-ევროკავშირს შორის ორმხრივი ინტერესები, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა თან საჭიროა და თან აუცილებელი. ამ ყველაფრისთვის კი საკმარისი პოლიტიკური და სოციალური საფუძვლები ისედაც არსებობს. მაგრამ, თუ ევროპელები ტერორისტებს და მათ მხარდამჭერ რადიკალ დაჯგუფებებს ანტი თურქულ პროპაგანდაში მხარს დაუჭერენ, მაშინ, აღარ შეუძლიათ ისაუბრონ, თითქოს და თურქეთში  დემოკრატიას უჭერენ მხარს.

 



მსგავსი ინფორმაციები