ისლამურმა სამყარომ რეღაიბის ღამე აღნიშნა

ისლამურმა სამყარომ რეღაიბის ღამე აღნიშნა

703133
ისლამურმა სამყარომ რეღაიბის ღამე აღნიშნა

ისლამურმა სამყარომ სამთვეულის დასაწყისად მიჩნეულ რეღაიბის ღამე მასიურად აღნიშნა. ამ ღამესთან დაკავშირებით თურქეთში მორწმუნეები მეჩეთებში შეიკრიბნენ და ღმერთს წყალობა და პატიება შესთხოვეს. თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი მეჰმედ გორმეზი ამ ღამეს ქალაქ ედირნეში სელიმიეს მეჩეთში შეხვდა, საიდანაც ისლამურ სამყაროს ეს წმინდა ღამე მიულოცა და ისლამურ სამყაროს ყოველგვარი პრობლემებისგან განთავისუფლება უსურვა. რეღაიბის ღამესთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რვა ენაზე მესიჯი გაავრცელა, მათ შორის ინგლისურ, არაბულ, ქურთულ, ზაზურ, სპარსულ და აზერბაიჯანულ ენებზე.  „სამთვეულის დასაწყისად მიჩნეულ რეღაიბის ღამეს გილოცავთ. ეს ღამე კაცობრიობისთვის მშვიდობის და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს,“ აღნიშნა ერდოღანმა თავის მესიჯში.   



მსგავსი ინფორმაციები