ნატომ მინისტერიალის თარიღი შესცვალა

იგი 31 მარტისათვის დანიშნა

700743
ნატომ მინისტერიალის თარიღი შესცვალა

ნატომ 5-6 აპრილისათვის ბრიუსელში დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების თარიღი წინ გადმოსწია და იგი 31 მარტისათვის დანიშნა, რათა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმაც შესძლოს მასში მონაწილეობა.

5-6 აპრილს ვაშინგტონს ჩინეთის სახელმწიფო მეთაური ში ძიანპინგი უნდა ეწვიოს და ტილერსონი ამ დროს ტრამპთან ერთად უნდა იმყოფებოდეს, ამიტომაც ნატომ მინისტერიალის თარიღი წინ გადმოსწია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბრიუსელში ვერ ჩავიდოდა.

როგორც ცნობილია, ტილერსონი ბრიუსელში ჩასვლამდე ჯერ ანკარას ეწვევა და ეს ვიზიტი 30 მარტს შესდგება



მსგავსი ინფორმაციები