ჩავუშოღლუ ავსტრიას სტუმრობდა

იგი აქაურ თურქულ დიასპორას შეხვდა

698228
ჩავუშოღლუ ავსტრიას სტუმრობდა

აშშ-ს მხრიდან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მოწვეული DEAŞ-ის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხების განმხილველი შეკრების დასრულების შემდეგ, მასში მონაწილე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ აქედან  დედაქალაქ ბერნში გადავიდა, სადაც იგი მიიღო თავისმა შვეიცარიელმა კოლეგა დიდიერ ბურჰალტერმა და განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე თურქეთ-ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყნებს შორის წარმოქმნილი დაძაბულობა და კიდევ სირიაში მიმდინარე მოვლენები.

გუშინვე საღამოს თურქი დიპლომატი ბერნის თურქულ საელჩოში აქ მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საუბარში მკაცრად გააკრიტიკა რა ევროპული სახელმწიფოების ანტი თურქული პოზიცია, თქვა, რომ მათ ადარდებთ თურქეთის უფრო მეტი დამოუკიდებლობა და ამის გამო მათდამი დაუმორჩილებლობა რა, ამიტომაც ვერ იღებენ ამ მდგომარეობას და სურთ, რო თურქეთი ყოველთვის მათზე დამოკიდებული დარჩეს, თუმცა, მალე შეეჩვევიან ამ მდგომარეობას და ბოლოს მიიღებენ კიდეც, რადგან, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ.

იგი შეეხო ასევე გერმანიასა და ჰოლანდიაში თურქი მინისტრების შეხვედრების აკრძალვას თურქულ დიასპორასთან და თქვა, რომ ასეთი რამ, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით, შვეიცარიის ქალაქ ციურიხშიც მოხდა, მაგრამ, იგი უმალ ტელეფონით დაუკავშირდა თავის კოლეგას და ეს საქმე ინციდენტის გარეშე მოაგვარეს.

“როცა გერმანიისა და ჰოლანდის ხელისუფლებების მიმართ სიტყვა “ფაშისტურს“ ვიყენებთ, რადგან, მათ თურქ მინისტრებს თავიანთ თანამემამულეებთან შეხვედრის ნებართვა არ მისცეს და ამასთან არა პროპორციული ძალა გამოიყენეს თურქი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ ძალიან სწყინთ, მაგრამ, ფაშისტ მმართველებსაც კი არ გაუკეთებიათ მათი მსგავსი ქმედებები“, განაცხადა ჩავუშოღლუმ    



მსგავსი ინფორმაციები