აშშ-ში კოალიციის წევრების მინისტერიალი გაიმართა

სამიტში 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იღებდა მონაწილეობას

697544
აშშ-ში კოალიციის წევრების მინისტერიალი გაიმართა

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში თურქეთის ჩათვლით 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ტერ ორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხის განსახილველი სამიტი გაიმართა. თურქეთის სახელით სამიტს საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ესწრებოდა. შეხვედრა აშშ-ს სახელწიფო მდივნის რექს ტილერსონის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. მან სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ევფრატის ფრთის ოპერაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თურქეთს დეაშის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „თურქეთმა ევფრატის ფრთის ოპერაციით ქვეყნის საზღვარი დეაშელებისგან მთლიანად გაწმინდა და საფრთხეებიც აღმოფხვრა რა, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდაც ასე გაგრძელდება,“ აღნიშნა ტილერსონმა. სამიტის ფარგლებში ჩავუშოღლუმ მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირისპირი შეხვედრა გამართა და თურქეთის ტერ ორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები გააცნო. მან ყველა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ერთი ტერ ორგანიზაციის დამარცხებისათვის სხვა ტერ ორგანიზაციის გამოყენება ვერანაირ წარმატებას ვერ მოუტანთ. ჩავუშოღლუ სამიტის შემდეგ თურქეთის დიასპორის წარმომადგენლებთან შესახვედრად ნიუ იორკში გაემგზავრა.



მსგავსი ინფორმაციები