ანჯელინა ჯოლიმ გაერო გააკრიტიკა
ანჯელინა ჯოლიმ გაერო გააკრიტიკა
ამერიკელმა ოსკაროსანმა ცნობილმა მსახიობმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა, ანჯელინა ჯოლიმ გაერო გააკრიტიკა ქვეყნების მიმართ არასწორი პოლიტიკის გამო. გაეროს მიერ ჟენევის ოფისში ორგანიზებულ „სერჟიო ვიეირა დე მელო“-ს ფონდის ყოველწლიური კონფერენციაზე მიწვეული ჯოლი სიტყვით გამოსვლისას ძირითადად გაეროს კრიტიკით შემოიფარგლა. მან აღნიშნა, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მეშვიდე წელი დაიწყო და გაეროს ჩამოყალიბებიდან დღემდე ამ ბოლო დროის ყველაზე დიდ პრობლემად მიგრანტთა საკითხი რჩება. ჯოლიმ ისიც აღნიშნა, რომ იემენში, სომალიში, სამხრეთ სუდანში და ნიგერიაში 20 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის გამო სიკვდილის პირას იმყოფება და ამის წინააღმდეგ გაერო შესაბამის ზომებს არ ღებულობს. მისივე თქმით ამის მიზეზი ერთი საერთაშორისო ძლიერი ლიდერის არ არსებობაა და ამიტომ გაეროს რეფორმირება საჭიროა.
მსგავსი ინფორმაციები
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება დაიწყო
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება დაიწყო
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება ხვალ იწყება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება ხვალ იწყება