UNICEF-მა სირიელ ბავშვთა შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

გასულ წელს 652 ბავშვი დაიღუპა

689950
UNICEF-მა სირიელ ბავშვთა შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

გაეროს ბავშვთა ფონდმა, UNICEF-მა სირიელ ბავშვთა მდგომარეობის ამსახველი მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა და მასში აღნიშნულია, რომ 2016 წელმა სირიელი ბავშვებისათვის უპრეცენდენტო ძალადობის ქვეშ ჩაიარა, რის გამოც სულ ცოტა 652 ბავშვი დაიღუპა და მათგან 255 სკოლების დაბომბვის შედეგად, ხოლო 850 კი ბავშვი კი, იძულებულია ან თვითმკვლელი გახდეს, ან იომოს ანდა, მძიმე სამუშაოზე იმუშაოს.

მოკლედ, იუნისეფის წარმომადგენლის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში ჯულიეტა ტომას მხრიდან გავრცელებული ამ ანგარიშით სირიელი ბავშვები უფსკრულის პირზე დგანან.

მისივე თქმით გასულ წელს საავადმყოფოებზე და პოლიკნიკებზე მთლიანობაში 338 თავდასხმა განხორცილდა.

“დღესდღეობით ალყაშემორტყმულ მდგომარეობაში ცხოვრობს 280 ათასი ბავშვი, 2 მილიონამდე სკოლაში ვერ დადის, 2,3 მილიონი მეზობელ ქვეყნებში ლტოლვილის სახით ცხოვრობს, ხოლო ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს 2,8 მილიონი ბავშვი“, ხაზგასმულია იუნისეფის ანგარიშში

 



მსგავსი ინფორმაციები