ერდოღანმა აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებისთვის კამპანია დაიწყო
ერდოღანმა აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებისთვის კამპანია დაიწყო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში 23 მილიონი ადამიანის შიმშილის ზღვარზე ყოფნის მიმართ გულგრილი არ დარჩენილა და ამ საკითხს სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა რა, მოსახლეობას დახმარების გაწევისკენ მოუწოდა. ერდოღანის მესიჯი Twitter-ში თურქულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე იქნა გავრცელებული. პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მხრიდან რეგიონში გაწეულ დახმარებებს მხარი დაუჭირონ. „აღმოსავლეთ აფრიკის იმედი გახდი“ სახელწოდების კამპანიაში მონაწილეობის მსურველებს თურქეთში მოქმედი GSM ოპერატორებით DOGUAFRIKA-ს დაწერა და 2868 ნომერზე გაგზავნა შეუძლიათ. ერთი SMS-ის ღირებულება 10 თურქული ლირაა. გაეროს მონაცემებით აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში 23 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზე იმყოფება.
მსგავსი ინფორმაციები
ვან გოგის ნახატში ფუნჯის შტრიხები ატმოსფერულ მოძრაობებს ემთხვევა
ვან გოგის ნახატში ფუნჯის შტრიხები ატმოსფერულ მოძრაობებს ემთხვევა