ილდირიმი ქალთა დღესთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ილდირიმი ქალთა დღესთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

686951
ილდირიმი ქალთა დღესთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი გუშინ, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მხრიდან ქალაქ იზმირში ორგანიზებულ მსოფლიო ქალთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გასული წლის 15 ივლისს ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) მხრიდან გადატრიალების მცდელობის აღსაკვეთად ქუჩაში გამომსვლელების 51% ქალები იყვნენ. ილდირიმმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ქალების მიმართ ყველაზე იღბლიან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქვეყანაა, რადგან მთელი ისტორიის მანძილზე მათ მრავალი გმირი და სახელოვანი ქალი ჰყავდათ რა, დღესაც ასეა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის განვითარებაში ქალებს ყოველთვის შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი. იგი ასევე 16 აპრილს გასამართ რეფერენდუმსაც შეეხო და მოსახლეობას მოუწოდა, უფრო დემოკრატიული და თანასწორ უფლებიანი მომავლისთვის რეფერენდუმში აქტიური  მონაწილეობა მიიღონ. გუშინდელ ღონისძიებას, ბიუროკრატიის, ხელოვნების, ბიზნესის და სხვა მრავალი სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები